ყატარი 2022 | საფრანგეთმა ზედიზედ მეხუთედ ვერ მოიგო - D ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT
ყატარი 2022 | საფრანგეთმა ზედიზედ მეხუთედ ვერ მოიგო - D ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT

ფაქტები

* საფრანგეთის ნაკრებმა პირველად თავის ისტორიაში ვერ შეძლო ზედიზედ ხუთი მატჩის მოგება – ფრე უნგრეთთან, პორტუგალიასთან და ბოსნიასთან, აგრეთვე ევრო 2020-ზე პენალტების სერიაში მარცხი მერვედფინალში შვეიცარიასთან.

* საფრანგეთის ნაკრებმა მეხუთედ ითამაშა კიევში და მოგება არ აქვს: უკრაინასთან – 3 ფრე და ერთ წაგება, გარდა ამისა, ევრო 2012-ზე ფრანგებმა შვედეთთან წააგეს.

* ანტუან გრიზმანმა 97-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ნაკრების ტოპ-ათეულში შევიდა.

* საფრანგეთი ზედიზედ ხუთი მატჩია პირველი უშვებს გოლს. ბოლოს გუნდს ასეთი სერია 11 წლის წინ ჰქონდა.

* ანტონი მარსიალმა ორი თებერვლის შემდეგ პირველად გაიტანა საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე, საფრანგეთის ნაკრებში კი ეს მისი პირველი გოლი იყო 2016 წლის სექტემბრის შემდეგ.

 

ფინეთი-ყაზახეთი        1:0

გოლი: 1:0 პოიანპალო (60)

 

უკრაინა-საფრანგეთი  1:1

გოლები: 1:0 შაპარენკო (44), 1:1 მარსიალი (50)

 

  1. საფრანგეთი – 9 ქულა (5)
  2. ფინეთი – 5 (3)
  3. უკრაინა – 5 (5)
  4. ბოსნია – 2 (3)
  5. ყაზახეთი – 2 (4)

 

მომდევნო მატჩები

7 სექტემბერი

ბოსნია-ყაზახეთი (22:45)

საფრანგეთი-ფინეთი (22:45)