ყატარი 2022 – ფინალისტების რიცხვი 19-მდე გაიზარდა #1TVSPORT

08:33, 25.03.2022

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩატარებული მორიგი მატჩების შემდეგ კიდევ ოთხი ფინალისტი გახდა ცნობილი.

აზიის ზონის B ჯგუფში მეტოქეებისთვის მიუღწეველნი გახდნენ იაპონია და საუდის არაბეთი და ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებენ.

სამხრეთ ამერიკის ზონაში ბოლოსწინა ტურის შედეგ კი ყველა ფინალისტი ცნობილია: არგენტინასა და ბრაზილიას ეკვადორი და ურუგვაი შეუერთდნენ.

ასე რომ, ამ მომენტისთვის ცნობილია მსოფლიოს ჩემპიონატის 19 ფინალისტი:

მასპინძელი – ყატარი

ევროპა – გერმანია, დანია, საფრანგეთი, ბელგია, ხორვატია, ესპანეთი, სერბეთი, ინგლისი, შვეიცარია, ნიდერლანდები

ს. ამერიკა – ბრაზილია, არგენტინა, ეკვადორი ურუგვაი

აზია – ირანი, სამხრეთ კორეა, იაპონია, საუდის არაბეთი

მსგავსი