ყატარი 2022, ევროპა - A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ყატარი 2022, ევროპა - A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* კრიშტიანო რონალდომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებზე 36-ე გოლი გაიტანა და ირანელ ალი დაეის გაუთანაბრდა. რეკორდი ეკუთვნის გვატემალელ კარლოს რუისს – 39 გოლი.

* რონალდოს 2021 წელს ნაკრებსა და კლუბში 38 გოლი აქვს და ის ლიონელ მესის დაეწია.

* რონალდომ პორტუგალიის ნაკრებში მე-10 ჰეთ-თრიკი მიითვალა.

* რონალდომ კარიერაში 58-ე ჰეთ-თრიკი შეასრულა. მესის 55 აქვს.

* რონალდომ სანაკრებო დონეზე ყველაზე მეტი გოლი ლუქსემბურგს გაუტანა – 9.

 

სერბეთიაზერბაიჯანი       3:1

გოლები: 1:0 ვლაჰოვიჩი (30-პენ), 1:1 მახმუდოვი (45+2), 2:1 ვლაჰოვიჩი (53), 3:1 ტადიჩი (83-პენ)

 

პორტუგალია-ლუქსემბურგი       5:0

გოლები: 1:0 კრიშტიანო რონალდო (8-პენ), 2:0 კრიშტიანო რონალდო (13-პენ), 3:0 ბრუნო ფერნანდეში (18), 4:0 პალინია (69), 5:0 კრიშტიანო რონალდო (87)

 

თ         მ          ფ         წ          ბ          ქ

  1. სერბეთი                   7          5          2          0          16:8       17
  2. პორტუგალია          6          5          1           0          16:4      16
  3. ლუქსემბურგი        6          2          0          4          5:14        6
  4. ირლანდია               6           1          2          3          8:8         5
  5. აზერბაიჯანი           7          0          1           6          4:15        1