ყატარი 2022 | ესპანეთმა 1993 წლის შემდეგ პირველად წააგო - B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT
ფაქტები
* ესპანეთის ნაკრებმა პირველად წააგო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი 1993 წლის შემდეგ. წაუგებელი სერია 66 მატჩს შეადგენდა – 52 მოგება და 14 წაგება.
* ესპანეთის ნაკრებმა პირველად წააგო, როცა მის კარში უნაი სიმონი იდგა. მანამდე იყო ხუთი მოგება და რვა ფრე.
* სოლერმა სანაკრებო დებიუტი მე-5 წუთზე გატანილი გოლით აღნიშნა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, მეოთხე ტურის ლიდერთა შეხვედრა სოლნაში გაიმართა – შვედეთმა ესპანეთი მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
მატჩი კარგად დაიწყო ესპანეთისთვის – ჟორდი ალბას საგოლე გადაცემით დებიუტანტმა კარლოს სოლერმა სტუმრები დააწინაურა. „ვალენსიაში“ გიორგის მამარდაშვილის თანაგუნდელმა ეს მე-5 წუთზე მოახერხა.
შვედებმა წონასწორობა სწრაფად აღადგინეს – როგორც კი თამაშიდან ცენტრიდან განახლდა, სოლერი საკუთარ საჯარიმოსთან უხეშად შეცდა, ბურთი გადასცა ალექსანდერ ისაკს, რომელმაც 20 მეტრიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
ეს შედეგი მეორე ნახევრის შუამდე შენარჩუნდა, 57-ე წუთზე, დეიან კულუშევსკის ბრწყინვალე გადაცემით ვიკტორ კლასონმა ესპანელთა კარში ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და შვედეთმა 2:1 მოიგო.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.
საქართველო-კოსოვო 0:1
გოლი: 0:1 მურიკი (18)
შვედეთი-ესპანეთი 2:1
გოლები: 0:1 სოლერი (5), 1:1 ისაკი (6), 2:1 კლაესონი (57)
- შვედეთი – 9 (3)
- ესპანეთი – 7 (4)
- კოსოვო – 3 (3)
- საბერძნეთი – 2 (2)
- საქართველო – 1 (4)
მომდევნო მატჩები
5 სექტემბერი
კოსოვო-საბერძნეთი (22:45)
ესპანეთი-საქართველო (22:45)
8 სექტემბერი
საბერძნეთი-შვედეთი (22:45)
კოსოვო-ესპანეთი (22:45)