ყატარი 2022 | დეპაიმ და ჰალანდმა ჰეთ-თრიკები შეასრულეს - G ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ყატარი 2022 | დეპაიმ და ჰალანდმა ჰეთ-თრიკები შეასრულეს - G ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* ნიდერლანდებმა 54-ე წამზე გახსნა ანგარიში.

* მემფის დეპაიმ ნაკრებში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

* დეპაი ნიდერლანდების ნაკრების ბომბარდირთა სიაში 33 გოლით მერვე ადგილზეა. ის გაუთანაბრდა იოჰან კრუიფს და 40-50-იანი წლების ლეგენდას აბე ლენსტრას.

* დეპაიმ გაიმეორა პატრიკ კლუივერტის რეკორდი – ერთ კალენდარულ წელს ნაკრებში 12 გოლი გაიტანა.

* დეპაის ამ სეზონში ექვს ოფიციალურ მატჩში ცხრა ქულა (7 გოლი+2 პასი) აქვს.

* გუს ტილმა პირველი გოლი გაიტანა ნიდერლანდების ნაკრებში. 23 წლის ფეხბურთელს ამ სეზონში ყველა ტურნირზე რვა გოლი აქვს გატანილი.

* თურქეთმა 1990 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო.

* ერლინგ ჰალანდს ნაკრებში ჩატარებულ 15 მატჩში 12 გოლი აქვს.

* ჰალანდმა სექტემბრის სამ შესარჩევ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.

* ჰალანდი მეოთხე ნორვეგიელია, ვისამ მსოფლიოს შესარჩევში ჰეთ-თრიკი შეუსრულებია.

 

მონტენეგრო-ლატვია  0:0

 

ნიდერლანდები-თურქეთი    6:1

გოლები: 1:0 კლაასენი (1), 2:0 დეპაი (16), 3:0 დეპაი (38-პენ), 4:0 დეპაი (54), 5:0 ტილი (80), 6:0 მალენი (90), 6:1 ჩენგიზ იუნდერი (90+2)

გაძევება: სოიუნჩუ (44. თურქეთი)

 

ნორვეგია-გიბრალტარი          5:1

გოლები: 1:0 ტორსტვედტი (23), 2:0 ჰალანდი (27), 3:0 ჰალანდი (39), 3:1 სტიჩი (43), 4:1 სორლოტი (59), 5:1 ჰალანდი (90+1)

 

  1. ნიდერლანდები        6       4          1          1          22-6      13
  2. ნორვეგია                    6       4          1          1          12-5       13
  3. თურქეთი                   6       3          2          1          16-13     11
  4. მონტენეგრო              6       2          2          2          8-9         8
  5. ლატვია                       6       1          2          3          7-10        5
  6. გიბრალტარი             6      0          0          6          3-25       0

 

მომდევნო მატჩები

8 ოქტომბერი

გიბრალტარი-მონტენეგრო (22:45)

ლატვია-ნიდერლანდები (22:45)

თურქეთი-ნორვეგია (22:45)

11 ოქტომბერი

ლატვია-თურქეთი (22:45)

ნიდერლანდები-გიბრალტარი (22:45)

ნორვეგია-მონტენეგრო (22:45)