ყარაბაღში რუსულ-აზერბაიჯანულ პატრულს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა
ყარაბაღში რუსულ-აზერბაიჯანულ პატრულს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა

ყარაბაღში რუსულ-აზერბაიჯანულ პატრულს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ პატრულის მიმართულებით სნაპირეული იარაღიდან გახსნეს ცეცხლი. ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსი სამშვიდობოების კონტროლით, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, გრძელდება ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების მიერ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ჩაბარება.

„2 ოქტომბრის მდგომარეობით, ჩაბარებულ იქნა 76 ერთეული ჯავშანტექნიკა, 92 ერთეული საავტომობილო მანქანა, 111 ერთეული საჰაერო თავდაცვის ტექნიკა, 95 ერთეული საველე საარტილერიო იარაღი, ზალპური ცეცხლის სისტემები და ნაღმმტყორცნები, 6.3 ათასზე მეტი ერთეული ცეცხლსასროლი და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, დაახლოებით 14.4 მილიონი საბრძოლო მასალა“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.