ყარაბაღის კონფლიქტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ
ყარაბაღის კონფლიქტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ

ყარაბაღის კონფლიქტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ. ევროკავშირის საბჭოს სხდომა ლუქსემბურგში გაიმართება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჟურნალისტებს არ დაუშვებენ.

ევროპელი დიპლომატები შეხვედრაზე ასევე განიხილავენ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფონზე მოსკოვთან არსებულ ურთიერთობებს. ევროკავშირის მაღალჩინოსანმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით იმ პირებთან მიმართებაში, ვინც ნავალნის სავარაუდო მოწამვლაზეა პასუხისმგებელი.

ევროკავშირის საბჭოს დღის წესრიგში ასევე იქნება ბელორუსში არსებული მდგომარეობა. ევროპელი დიპლომატის განცხადებით, მინისტრები იმსჯელებენ სანქციების გაფართოებაზე ქვეყნის ხელისუფლების, მათ შორის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ.