ყანდაარში „თალიბანის“ წინააღმდეგ ათასობით ადამიანმა აქცია გამართა
ყანდაარში „თალიბანის“ წინააღმდეგ ათასობით ადამიანმა აქცია გამართა

ყანდაარში „თალიბანის“ წინააღმდეგ ათასობით ადამიანმა აქცია გამართა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ათასობით ადამიანმა, ყანდაარში „თალიბანის“ გადაწყვეტილება გააპროტესტა ადგილობრივი მცხოვრებლების სამხედრო დასახლებიდან გამოსახლების შესახებ. დემონსტრანტები ყანდაარის გუბერნატორის სახლთან შეიკრიბნენ და გზა გადაკეტეს. „თალიბანის“ გადაწყვეტილებით სამხედრო დასახლება სამი ათასამდე ოჯახმა უნდა დატოვოს. დატოვებისთვის მათ სამი დღე მისცეს.

სამხედრო დასახლებაში, უკვე 30 წელია ძირითადად შეიარაღებული ძალებიდან გადამდგარი სამხედრო ოფიცრები და მათი ოჯახები ცხოვრობენ. „თალიბანის“ წარმომადგენლებს მაცხოვრებლების გამოსახლების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.