ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე კერძო საექსპერტო დაწესებულების დირექტორი და ფინანსური მენეჯერი ამხილეს
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე კერძო საექსპერტო დაწესებულების დირექტორი და ფინანსური მენეჯერი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, მხილებული იქნა კერძო საექსპერტო დაწესებულების დირექტორი და ფინანსური მენეჯერი.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ფულადი თანხის სანაცვლოდ, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაამზადეს და გასცეს ბეტონის გამოცდის ყალბი ოქმები, რომლებშიც დააფიქსირეს ბეტონის მარკიანობის გაზრდილი ყალბი მაჩვენებლები ბეტონის სიმტკიცესთან დაკავშირებით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.