Yahoo Sports - თუ ზიდანი ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, „რეალს“ პოჩეტინოს ჩააბარებენ
Yahoo Sports - თუ ზიდანი ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, „რეალს“ პოჩეტინოს ჩააბარებენ

როგორც ჩანს, მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს პრიმერა დივიზიონში სუსტ გამოსვლას არ აპატიებენ. Yahoo Sports წერს, რომ „რეალი“ შეიძლება მაურისიო პოჩეტინომ ჩაიბაროს, თუ მადრიდური კლუბი ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უკმაყოფილოა კლუბის შედეგებით ლა ლიგაში, სადაც მისი გუნდი 15 ქულით არის ჩამორჩენილი „ბარსელონას“. პერესი პოჩეტინოში ხედავს ზიდანის შემცვლელს, მით უმეტეს, რომ არგენტინელის მომავალი „ტოტენჰემში“ კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

მართალია, ლონდონურმა კლუბმა თამაში გააუმჯობესა, მაგრამ ისევ ტიტულების გარეშე დარჩა.

პოჩეტინო „ტოტენჰემს“ 2014 წლიდან ავარჯიშებს, ზიდანი „რეალში“ 2016 წლის იანვრიდან მუშაობს და ამ კლუბთან ერთად ერთხელ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ორჯერ – ჩემპიონთა ლიგა.

დატოვე კომენტარი