Yahoo! Sports - ლუკა დონჩიჩი 2018 წლის დრაფტზე დადგება
Yahoo! Sports - ლუკა დონჩიჩი 2018 წლის დრაფტზე დადგება

მადრიდის „რეალის” ფორვარდმა ლუკა დონჩიჩმა დაადასტურა, რომ NBA-ის 2018 წლის დრაფტზე თავის კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ წერს Yahoo Sports-ის მიმომხილველი შამს ჩარანია.

19 წლის სლოვენიელს მომავალი დრაფტის სავარაუდო პირველ ნომრად ასახელებენ, TOP3-ში მოხვედრა კი გარანტირებული აქვს.

დონჩიჩი წლევანდელი ევროლიგის საუკეთესო მოთამაშეა სარგებლიანობის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებლით (22.1 ქულა).

ფორვარდი, საშუალოდ, მატჩში 16.3 ქულას, 4.7 მოხსნასა და 4.4 შედეგიან გადაცემას აგროვებს.