ყაბარდო-ბალყარეთში კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ხუთი მებრძოლი მოკლეს
ყაბარდო-ბალყარეთში კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ხუთი მებრძოლი მოკლეს

ყაბარდო-ბალყარეთში კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ხუთი მებრძოლი მოკლეს.

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ლიკვიდირებული მებრძოლები ტერორისტული დანაშაულის ჩადენას გეგმავდნენ.

არსებული ინფორმაციით, ქალაქ ნალჩიკის გარეუბანში, ერთ-ერთ სახლში შეიარაღებულ მებრძოლებს ალყა შემოარტყეს და დანებება მოსთხოვეს, თუმცა საპასუხოდ ეჭვმიტანილებმა ცეცხლი გახსნეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ნალჩიკის გარეუბანში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი იყო გამოცხადებული.