ყაბარდო-ბალყარეთში, იალბუზზე ასვლის დროს, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა
ყაბარდო-ბალყარეთში, იალბუზზე ასვლის დროს, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

ყაბარდო-ბალყარეთში, იალბუზზე ასვლის დროს, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა 14 ალპინისტის ევაკუაცია შეძლეს. ყველა გადარჩენილს მძიმე ტრავმები აღენიშნება და სხეულის ნაწილები მოყინული აქვთ. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

როგორც „ბიბისის“ რუსული გამოცემა წერს, ზღვის დონიდან 5 400 მეტრის სიმაღლეზე მყოფი მთამსვლელების ძებნისა და გადარჩენის ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გრძელდებოდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ძლიერი ქარი და მინუს 20 გრადუსი ყინვა აფერხებდა.

მთამსვლელთა ჯგუფმა დახმარების თხოვნით საგანგებო სამსახურებს იალბუზზე მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შემდეგ მიმართა. რუსული მედიის ცნობით, ალპინისტთა ჯგუფი რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული პირებისგან შედგებოდა.