XXI საუკუნეში ტრანსფერებზე ყველაზე მეტი თანხა მოურინიომ დახარჯა, შემდეგ მოდიან გვარდიოლა და ანჩელოტი #1TVSPORT
ვებგვერდმა Transfermarkt-მა შეადგინა მთავარი მწვრთნელების რეიტინგი, რომლებმაც XXI საუკუნეში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს თავიანთი კლუბებისთვის ახალი ფეხბურთელების შესაძენად.
რეიტინგის ლიდერი გახდა პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო, რომელიც ამჟამად „რომას“ ავარჯიშებს. მოურინიომ XXI საუკუნეში თავისი გუნდებისთვის 104 ფეხბურთელი შეიძინა, რისთვისაც ჯამში 1,72 მილიარდი ევრო დაიხარჯა.
პორტუგალიელის შემდეგ მოდის „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა – 67 ფეხბურთელში მისმა კლუბებმა 1.6 მილიარდი ევრო გადაიხადეს.
სამეულს ავსებს „რეალის“ დამრიგებელი კარლო ანჩელოტი – 84 შენაძენი 1.35 მილიარდ ევროდ.
TOP10-ში ასევე მოხვდნენ – მანუელ პელეგრინი (90 ფეხბურთელი, 1,16 მილიარდი ევრო), მასიმილიანო ალეგრი (96 ფეხბურთელი, 1,08 მილიარდი ევრო), დიეგო სიმეონე (69 ფეხბურთელი, 1,04 მილიარდი ევრო), ანტონიო კონტე (84 ფეხბურთელი, 967 მილიონი ევრო), ერნესტო ვალვერდე (53 ფეხბურთელი, 855 მილიონი ევრო), არსენ ვენგერი (79 ფეხბურთელი, 850 მილიონი ევრო) და უნაი ემერი (74 ფეხბურთელი, 847 მილიონი ევრო).