წყნეთში, წერეთლის ქუჩაზე, სადაც სავარაუდოდ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
წყნეთში, წერეთლის ქუჩაზე, სადაც სავარაუდოდ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

წყნეთში, წერეთლის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებებ მიმდინარეობს.

სავარაუდოდ სწორედ ამ ადგილას მოხდა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორი პირის დაკავება.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ორი პირი დღეს დააკავეს.

ნიკა კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს დაჭრეს. მიყენებული ჭრილობებისგან კვარაცხელია კლინიკაში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს 20 სექტემბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირებს გამოძიება ამ დრომდე ეძებდა. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.