წყნეთში მაშველებმა ხევში ჩარჩენილი ორი მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს [ვიდეო]
წყნეთში მაშველებმა ხევში ჩარჩენილი ორი მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს [ვიდეო]

თბილისში, დაბა წყნეთში მეხანძრე-მაშველებმა ხევში ჩარჩენილი ორი მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეები შოთა რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ, დაახლოებით 15 მეტრის სიღრმის ხევში იმყოფებოდნენ და ამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.

„ცუდი ხილვადობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მეხანძრე-მაშველებმა ორივე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე რამდენიმე წუთში გამოიყვანეს“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.