წყნეთსა და წავკისში ხანძარია [ვიდეო]

20:11, 04.09.2022

წყნეთში, კაკლების დასახლებაში ხანძარია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი.

ამასთან, ხანძარი გაჩნდა წავკისშიც. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი