წყნეთისკენ მიმავალ გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მოძრაობა სავარაუდოდ დილიდან აღდგება
წყნეთისკენ მიმავალ გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მოძრაობა სავარაუდოდ დილიდან აღდგება

დილიდან გადაკეტილია წყნეთისკენ მიმავალი გზა, სადაც მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე დიდი რაოდენობის მიწა ჩამოიშალა, რომელიც შესაბამისმა სამსახურებმა ნაწილობრივ უკვე გაწმინდეს.

ადგილზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოძრაობა სავარაუდოდ დილიდან აღდგება.

„დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოწვა მეწყერი. ჩამოვიდა საკმაოდ დიდი რაოდენობის მიწის მასა, დაახლოებით ნახევარი გზა იყო დაფარული. ჩვენ ოპერატიულად გამოვიძახეთ მერიის კონტრაქტორი კომპანიები, რომელთა მეშვეობითაც სავალი ნაწილი უკვე გაწმენდილია.

ამ წუთებში, როგორც ხედავთ, დროებითი კედლის მშენებლობა-მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომ უსაფრთხო იყოს ამ გზაზე გადაადგილება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დილისთვის დავამთავრებთ ამ კედლის მშენებლობა და დილას უკვე გახსნილი იქნება მოძრაობა. ხალხს შეეძლება შეუფერხებლად გადაადგილება“,- განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბულაძემ.