წყნეთის გზაზე მეწყრის შემაკავებელი ჯებირის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს
წყნეთის გზაზე მეწყრის შემაკავებელი ჯებირის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს

წყნეთის გზაზე, სადაც მეწყრის შემაკავებელი ჯებირებია განლაგებული, უკვე მეორე დღეა, ერთ-ერთი ჯებირის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოებს კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მთის მცოცავმა ქანებმა კონსტრუქცია რამდენიმე ადგილას დააზიანა და მიმდინარეობს მისი გამაგრებითი სამუშაოები.

მისივე თქმით, სამუშაოები ორ დღეში დასრულდება და კონსტრუქცია უსაფრთხო იქნება მოსახლეობისთვის.