წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

15:06, 01.04.2025

თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე უსაფრთხოების მიზნით საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების გამო 2 აპრილის 00:00 საათიდან, ერთი თვის განმავლობაში რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალი ნაწილის ერთ ზოლში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში, რევერსულად.

მსგავსი