სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო წყნეთი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა დროებით გადაიკეტება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო წყნეთი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა დროებით გადაიკეტება

წყნეთი-სამადლოს დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გზის აღნიშნული მონაკვეთი დროებით გადაიკეტება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური წყნეთი-სამადლოს დამაკავშირებელ გზაზე აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მიმდინარე წლის 8 მაისს, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე აღნიშნული მონაკვეთი გადაიკეტება სამუშაოების სრულფასოვნად და უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით.

გასული ორი კვირის განმავლობაში ევროპელ გეოლოგებთან ერთად მიმდინარეობდა აღნიშნული გზის მონიტორინგი. მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე ტყის მასივში, რომელიც გზის სავალ ნაწილთან მდებარეობს, უნდა ჩატარდეს დამატებითი პრევენციული ხასიათის გამაგრებითი სამუშაოები, რათა არ ჩამოიშალოს ტყის მასივი.

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ აწარმოებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, – აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.