წყლის რესურსების მართვის შესახებ მედიასემინარი გაიმართა
წყლის რესურსების მართვის შესახებ მედიასემინარი გაიმართა

USAID-ის პროექტის – მმართველობა განვითარებისთვის (G4G) ორგანიზებით, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ მედიასემინარი გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი სამინისტროს სპეცილისტებთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე, მხარეებმა წყლის რესურსების მართვის შესახებ იმსჯელეს და ახალი კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში სააუზო მართვის დანერგვის საკითხებზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მედიასემინარის ფარგლებში სააგენტოს სპეციალისტებმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად ახალდაბის ტერიტორიაზე მდინარე მტკვაზე წყლის სინჯები აიღეს, ადგილზე ხუთი კომპონენტი განისაზღვრა და შემდგომი კვლევების მიზნით გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გაიგზავნა.

სპეციალისტებმა მედიის წარმომადგენლებს წყლის რესურსების მართვაზე და წყლის ხარისხის მონიტორინგის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს.