წყლის დაბინძურების გამო თბილისის მე-15 საბავშვო ბაღი ორი დღით დაიხურა

10:47, 03.05.2018

თბილისის მე-15 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი ორი დღით შეწყდა. ბაღი 3 და 4 მაისს ბავშვებს არ მიიღებს.

როგორც პირველ არხს ბაღების სააგენტოში განუცხადეს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი მილებში ამღვრეული წყლის წამოსვლა გახდა.

სააგენტოს ინფორმაციით, დაწყებულია მიკრობიოლოგიური კვლევა, რასაც 72 საათი დასჭირდება. სინჯებს კომპანია GWP ამოწმებს.

მსგავსი