წყალტუბოში სანატორიუმ „საქართველოს“ კედელი ჩამოინგრა
წყალტუბოში სანატორიუმ „საქართველოს“ კედელი ჩამოინგრა

წყალტუბოში სანატორიუმ „საქართველოს“ კედელი ჩამოინგრა. სანატორიუმში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, სამზარეულოს ორი სართულის კედელი მთლიანად ჩამოიშალა. ნანგრევები იქვე მდგომ ავტომობილს დაეცა, რამაც ავტომანქანა დააზიანა.

სანატორიუმში მცხოვრები დევნილების თქმით, შემთხვევა ღამის 03:00 საათზე მოხდა. მათივე თქმით, ხმაურზე გამოვიდნენ და ნახეს, რომ შენობის ნაწილი იყო დანგრეული.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გაუმართლათ, რადგან შემთხვევა ღამით მოხდა და ამის გამო არავინ დაშავებულა. როგორც დევნილები აცხადებენ, ადგილზე ხშირად თამაშობენ ბავშვები. ისინი დახმარებას და შენობიდან გაყვანას ითხოვენ. შენობაში ასამდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს.