წყალტუბოში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
წყალტუბოში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები გრძელდება. სპეციალური ხსნარით ქალაქის ცენტრალური ქუჩები, ტროტუარები, ცივი ტბისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიები მოირეცხა.

მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი აცხადებს, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები პერმანენტულად განხორციელდება. მისივე თქმით, მოსახლეობის უსაფრთხოების, ჯანდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციების შესრულებისთვის ყველაფერი გაკეთდება.

სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას მუნიციპალიტეტის მერთან გრიგოლ იოსელიანთან ერთად მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდა.

სამუშაოების ჩატარება სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადებმა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს.

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ქუჩების მორეცხვა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სპეციალური ხსნარით ხდება.