წყალტუბოში,  ნიკო ლორთქიფანიძის სახლმუზეუმში ფოლკლორული ფესტივალი „არტგენი" გაიმართება
წყალტუბოში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლმუზეუმში ფოლკლორული ფესტივალი „არტგენი" გაიმართება

წყალტუბო ფოლკლორულ ფესტივალს, “არტგენს” უმასპინძლებს, რომელიც სოფელ ჩუნეშში 27 ივნისს ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში გაიმართება.

იმერული ოდის აივანზე მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების, ფერწერული ტილოებისა ხელნაკეთი ნივთების გამოფენები, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში თავიანთ რეპერტუარს იმერეთის რეგიონის სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლები წარმოადგენენ.

დასკვნით გალა კონცერტზე ფოლკლორული ჯგუფი ,,რეგიონი” იმღერებს.

სახლმუზეუმს რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა. პროექტისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 63 816 ლარი გამოიყო. რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვალა სახურავი, ხის კონსტრუქციები, მოწესრიგდა ფასადები. ადგილობრივი თვითმმართველობა სახლმუზეუმის ეზოში არსებული ამფითეატრის კაპიტალურ განახლებასა და მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციასაც გეგმავს.