წყალტუბოში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოთხოვნით აქცია გაიმართა
წყალტუბოში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოთხოვნით აქცია გაიმართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთში რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილი შეიკრიბა. ისინი „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, გარკვეული ძალა ხელს უშლის ჰესის მშენებლობას და ხეობაში საკვები პროდუქტის შეტანას.

„კომპანია „ენკამ“ დაასაქმა ადამიანები და მათ მისცა ნორმალურად ცხოვრების შანსი. ახლა კი მშენებლობა გეგმის მიხედვით ვეღარ მიმდინარეობს. ხეობაში არ ატარებენ საწვავს და არ უშვებენ პურის მანქანასაც კი. ვის აქვს უფლება, შეგვიზღუდოს ნორმალური ცხოვრება? ვითხოვთ დახმარებას ხელისუფლებისგან. ჩვენ ვართ ბულინგის მსხვერპლი და გვეძახიან მონებს”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დატოვე კომენტარი