წყალტუბოში ხუთი ცხენი მოიპარეს

10:14, 18.05.2018

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში ხუთი ცხენი მოიპარეს.

ცხენების პატრონები ყვებიან, რომ გვიან ღამით ისინი ეზოში ყავდათ დაბმული, დილით კი აღარ დახვდათ.

მოპარული ცხენებიდან ერთ-ერთი წლების განმავლობაში ფაეტონით ქვეყნის მასშტაბით გამართულ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობდა.

მსგავსი