წყალტუბოში დაღუპული მოზარდის დედამ თავი მოიკლა
წყალტუბოში დაღუპული მოზარდის დედამ თავი მოიკლა

წყალტუბოში დაღუპული მოზარდის დედამ თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.

მათი თქმით, მას შემდეგ, რაც შვილის დაღუპვის შესახებ შეიტყო, მოზარდის დედა თურქეთიდან ჩამოვიდა და მის კვალს რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ პოულობდნენ.

ოჯახის ახლობლების თქმით, მოგვიანებით ქალის ცხედარი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან იპოვეს. სავარაუდოდ ის სიმაღლიდან გადმოხტა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებთ, წყალტუბოში 18 წლის მოსწავლე მე-9 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. მოზარდის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება ასევე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული.