წყალტუბოში ბიოლოგიურად გამწმენდი ახალი ნაგებობა შენდება
წყალტუბოში ბიოლოგიურად გამწმენდი ახალი ნაგებობა შენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოში ბიოლოგიურად გამწმენდი ახალი ნაგებობა შენდება.

ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაათვალიერა.

სამინისტროს ინფორმაციით, წლის ბოლოდან, წყალტუბო მიიღებს თანამედროვე ტიპის ბიოლოგიურად გამწმენდს ნაგებობას, რომლის მეშვეობითაც მდინარეში ჩამდინარე წყალი გაიფილტრება. რეგიონში ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად 9 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

ათეული წლის განმავლობაში, წყლის ფეკალური მასები მდინარეში ჩაედინებოდა. პროექტის განხორციელების შედეგად, მრავალწლიან პრობლემა სრულად აღმოიფხვრება. ამ ეტაპზე დასუფთავდა ტერიტორია, მიმდინარეობს რკინა-ბეტონის სამუშაოები და რეზერვუარების მოწყობა.

კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) ფინანასური მხარდაჭერით ხორციელდება.