წყალტუბოში ავტოავარიისას მამაკაცი დაშავდა
წყალტუბოში ავტოავარიისას მამაკაცი დაშავდა

წყალტუბოში, ე.წ. თერნალის დასახლებაში ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა. ავარიის შედეგად, მამაკაცი დაშავდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.

დაშავებული მამაკაცი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.