წყალტუბოში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
წყალტუბოში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთი პირი კი, დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, ორივე ავტომობილი გზიდან გადავარდა. გარდაიცვალა მსუბუქ ავტომობილში მყოფთაგან ერთი პირი და დაშავებული პირიც მსუბუქ ავტომობილში იმყოფებოდა. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დატოვე კომენტარი