წყალტუბოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი „ტამიფლუს“ უფასოდ გასცემს
წყალტუბოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი „ტამიფლუს“ უფასოდ გასცემს

წყალტუბოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ გასცემს.

მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად.  „ტამიფლუ“ მოსახლეობაში ფორმა 100-ის საფუძველზე უფასოდ რიგდება. პრეპარატის გაცემას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უზრუნველყოფს.

ანტივირუსული პრეპარატი უფასოდ დარიგდება: ორსულებზე/მელოგინეებზე; სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს; ბავშვებზე (0-18 წლამდე ასაკი); ხანდაზმულებზე (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან); გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე, ონკოლოგიური დაავადებების, სასუნთქი სისტემის დაავადებებისა და დიაბეტის მქონე პაციენტებზე.

„რაც შეეხება საჭიროების მქონე სხვა პირებს, ჯანდაცვის მინისტრმა სააფთიაქო ქსელებს მოუწოდა, ანტივირუსულ პრეპარატებს ფასი დაუწიონ. აღსანიშნავია, რომ ავადობა მცირდება, მაგრამ მკურნალობა მძიმედ და ნელა მიმდინარეობს. გამოძახებათა რიცხვმაც საგრძნობლად იკლო“, – განაცხადა წყალტუბოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა ტყეშელაშვილმა.

„ტამიფლუ“ ასევე უფასოდ გაიცემა საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.