წყალტუბოს სათნოების სახლში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
წყალტუბოს სათნოების სახლში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

წყალტუბოს სათნოების სახლში მას შემდეგ, რაც ანტისხეულების ტესტით ბენეფიციარს, სავარაუდოდ, კორონავირუსი დაუდასტურდა, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სათნოების სახლის დირექტორის, გიორგი ალიბეგაშვილის ინფორმაციით, პაციენტი სათნოების სახლის მომსახურებით სარგებლობდა, თუმცა მისი დაინფიციების შესახებ, ამ დროისთვის ინფორმაციას არ ფლობს.

დირექტორი ადასტურებს, რომ სათნოების სახლში ეპიდემიოლოგები ორი დღის წინ მუშაობდნენ, ანალიზები აუღეს მის თანამშრომლებსა და მოხალისეებს, თუმცა მათ ვირუსი არ დაუდგინდათ.

მისივე ინფორმაციით, ანალიზებს უღებენ ბენეფიციარებსაც.

სათნოების სახლი 180-მდე ბენეფიციარს ემსახურება.

შეგახსენებთ, სპეციალისტებმა ანტისხეულებით ჩატრებულ ტესტზე სავარაუდო დადებითი პასუხი მიიღეს ერთ-ერთი მოქალაქის ანალიზზე, რომელიც წყალტუბოს სათნოების სახლის საკვებით სარგებლობდა.

ტესტის შედეგი საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგაძემ დაუდასტურა.

დატოვე კომენტარი