წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრებ 420 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა
წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრებ 420 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა

წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრებ 420 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„წყალტუბოში, ყველა სანატორიუმი, სადაც დევნილები წლების განმავლობაში მძიმე პირობებში, ნგრევად შენობებში ცხოვრობენ, დაიხურება და 420 ოჯახს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში, უახლოეს მომავალში გადაეცემა.

უწყების ცნობით, დევნილების განსახლების მიზნით, 560 ოჯახზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელ კომპლექსი აშენდა. 140 ბინა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს უკვე გადაეცათ.  420 დევნილი ოჯახი კი ახალ საცხოვრებელს უახლოეს მომავალში მიიღებს.

წლის ბოლომდე, ახალ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი ჯამში, 3 000-მდე დევნილი ოჯახი იქნება. მიმდინარე წლის ბოლომდე, 20 ნგრევადი ობიექტი დაიხურება, მათ შორის 15 წყალტუბოში“, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

წყალტუბოში, დევნილების განსახლების მიზნით, 560 ოჯახზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელ კომპლექსი აშენდა. 140 ბინა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს უკვე გადაეცათ.  420 დევნილი ოჯახი კი, ახალ საცხოვრებელს უახლოეს მომავალში მიიღებს.

შესრულებული სამუშაოები მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კობა გაბუნიამ და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს.

წყალტუბოში, დევნილთა საცხოვრებელი ყოფილი სანატორიუმების ყველა შენობა დაიხურება და წლების განმავლობაში, იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა განსახლების მწვავე პრობლემა სრულად გადაიჭრება. 8 კორპუსი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ააშენა.

2021 წელი, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია დევნილთა განსახლების მიმართულებით.  წლის ბოლომდე, ახალ საცხოვრებელს, ჯამში, 3 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს. მიმდინარე წლის ბოლომდე, 20 ნგრევადი ობიექტი დაიხურება, მათ შორის 15 წყალტუბოში.