წყალტუბოს „სამგურალმა“ ეროვნული ლიგის მეორე ეტაპი ფოთის „კოლხეთთან“ გამარჯვებით გახსნა #1TVSPORT

23:45, 02.08.2025

წყალტუბოს „სამგურალმა“ ეროვნულ ლიგის საშემოდგომო ეტაპი ფოთის „კოლხეთთან“ შეხვედრით განაახლა და მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლული დარჩა, 2:0 გაიმარჯვა.

თუმცა მასპინძლებისთვის შეხვედრა ცუდად დაიწყო – მე-5 წუთზე მთავარმა არბიტრმა, გოგა კიკაჩეიშვილმა „სამგურალის“ ნახევარმცველი ჯეფერსონ ჯერალდო მეტოქესთან უხეში ვარდნისთვის მოედნიდან გააძევა.

კაცნაკლულმა „სამგურალმა“ ფოთელების შეტევებს გაუძლო, რამდენიმე მწვავე შეტევა მოიგერია და 45+4-ე წუთზე, ფერნანდო ბულის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ანგარიში ველისოლმა გახსნა. შეხვედრის ბოლო წუთზე კი გიორგი ფანცულაიამ პენალტი უნაკლოდ შეასრულა და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

ეროვნულ ლიგაში გამართული 19 ტურის შემდეგ „სამგურალმა“ 21 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო „კოლხეთი“ (13 ქულა) ბოლო ადგილზე დარჩა.

მსგავსი