წყალტუბოს საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის იტალიიდან დაბრუნებული 92 მოქალაქე რჩება
წყალტუბოს საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის იტალიიდან დაბრუნებული 92 მოქალაქე რჩება

წყალტუბოში, საკარანტინო ზონაში ამ დროისათვის იტალიიდან დაბრუნებული 92 მოქალაქე იმყოფება.

ხუთი ადამიანი ღამით, ჩივილების მიხედვით, თბილისისა და ქუთაისის კლინიკებში გადაიყვანეს.

მათ ანალიზები აუღეს და გამოკვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

ამასთან, ერთმა მოქალაქემ საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში ყოფნა არჩია.

კარანტინში მოთავსებულ თითოეულ ადამიანს ყოველდღიურად თერმოსკრინინგი უტარდება.