წყალტუბოს საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 118 მოქალაქე იმყოფება
წყალტუბოს საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 118 მოქალაქე იმყოფება

კურორტ წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის არც ერთი მოქალაქე არ შეუყვანიათ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, კარანტინიდან ერთი მოქალაქე ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სტაციონარში გადაიყვანეს.

„ორმა დაასრულა საკარანტინო ვადა და ისინი სახლში წავიდნენ. ასევე დღის მანძილზე სახლში წავა ერთი მოქალაქე, რომელსაც ამოეწურება საკარანტინო ვადა“, – განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

ამ დროისთვის წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში 118 მოქალაქე იმყოფება.