წყალტუბოს საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 103 მოქალაქეა მოთავსებული
წყალტუბოს საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 103 მოქალაქეა მოთავსებული

წყალტუბოს საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 103 ადამიანია მოთავსებული. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შემოწმება უტარდებათ. მოქალაქეები სანატორიუმში აეროპორტიდან გადაიყვანეს, რამდენიმე კი, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო მიიყვანეს კატანტინში.

ახალი საკარანტინო ზონა მოეწყო საირმეში. სასტუმროში წუხელ მარსელის რეისით ჩამოფრენილი 35 მოქალაქე შეიყვანეს. მათ შემოწმება გაიარეს აეროპორტში და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღმოაჩნდათ. ისინი დაკვირვების ქვეშ იქნებიან.