წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში დღის განმავლობაში 18 მოქალაქე შეიყვანეს
წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში დღის განმავლობაში 18 მოქალაქე შეიყვანეს

კურორტ წყალტუბოში დღეს მოწყობილ ახალ საკარანტინო სივრცეში კიდევ 18 მოქალაქე შეიყვანეს.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, მათ საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ. ამ დროისთვის სასტუმროში სულ 78 მოქალაქე იმყოფება.

ყოფილი სამხედრო სანატორიუმიდან კი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი ადამიანი გამოკვლევისთვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ხუთი პირი კი, თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ დროისთვის სამხედრო სანატორიუმში 110 მოქალაქე რჩება.