წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ნამოხვანთან ხანძარი ლოკალიზებულია
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ნამოხვანთან ხანძარი ლოკალიზებულია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანთან ხანძარი ლოკალიზებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯღამაძე ვარაუდობს, რომ ცეცხლი რამდენიმე საათში სრულად იქნება ლიკვიდირებული.

სოფელ ნამოხვანთან ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა.

რთული რელიეფის გამო, სახანძრო ტექნიკამ უშუალოდ ხანძრის კერასთან მისვლა ვერ მოახერხა.

ცეცხლი ბალახს, ეკალბარდებსა და ბუჩქებს გაუჩნდა.