წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კოლეჯის მშენებლობა დაიწყო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კოლეჯის მშენებლობა დაიწყო

პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯი ამოქმედდება. ამ დროისთვის კოლეჯის მშენებლობა საწყის ეტაპზეა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან ერთად დაწყებულ სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა სრულად გაითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს; დაწესებულება აღიჭურვება უახლესი ტექნოლოგიებით, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით; სასწავლო სივრცეებთან ერთად, მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი, ასევე დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა.
კოლეჯი მუშაობას 2021 წლიდან დაიწყებს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საჭიროებებიდან გამომდინარე, მსურველებს ძირითადად ტურიზმის, საინჟინრო-ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროგრამებს შესთავაზებს.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება.

დატოვე კომენტარი