წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონში მცხოვრებლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ 200-მდე ოჯახს გზა, გაზი და წყალი არ აქვს. ასევე, მათი თქმით, სოფელს არც ტრანსპორტი ემსახურება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ისინი მხოლოდ არჩევნებზე ახსენდება.

აქციას ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.