წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

14:18, 18.09.2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაციას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ადასტურებს. სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

საქართველოში დღეს დადასტურებული კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 11 იმერეთის რეგიონს უკავშირდება.

 

მსგავსი