წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას გეგმავს.

კომპანიის ინფორმაციით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე 11:00 საათიდან 15:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდებათ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების: გუმბრას, ბანოჯას, მაღლაკის, ფარცხანაყანების, ჩუნეშისა და ხომულის აბონენტებს.

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.