წყალტუბოს ერთ-ერთ სასტუმროში კარანტინის სივრცე კვლავ ამოქმედდა, სადაც აზერბაიჯანიდან შემოსული მოქალაქეები განთავსდნენ
წყალტუბოს ერთ-ერთ სასტუმროში კარანტინის სივრცე კვლავ ამოქმედდა, სადაც აზერბაიჯანიდან შემოსული მოქალაქეები განთავსდნენ

იმერეთის რეგიონში, წყალტუბოში მდებარე სასტუმრო „პრომეთეში“ კარანტინის სივრცე კვლავ ამოქმედდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან, სახმელეთო გზით ქვეყანაში მოქალაქეთა ჯგუფი შემოვიდა და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო კარანტინის კიდევ ერთი სივრცის ამოქმედება. ისინი სწორედ აღნიშნულ საკარანტინო ზონაში განთავსდებიან.

ამ დროისთვის იმერეთის რეგიონის კარანტინის სივრცეებში ჯამში 180 მოქალაქე იმყოფება.