წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ გუდაურში წყლის მიწოდების აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს
წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ გუდაურში წყლის მიწოდების აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს

წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ გუდაურში წყლის მიწოდების აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების დირექტორის მოადგილემ, ზაზა სიხარულიძემ განაცხადა, წყლის მიწოდების აღდგენამდე „რედკოსკორპუსებისთვის წყალი ცისტერნებით მიუტანეს.

რედკოს დასახლებისთვის“ წყლის მიწოდებაზე პრობლემა გუშინ საღამოს შეიქმნა. ამ წუთში „რედკოს“ კორპუსებს წყალი არ მიეწოდებათ, თუმცა ჩვენ სასწრაფოდ ცისტერნებით უზრუნველვყავით წყლის მიტანა. რვიდან ხუთ კორპუსს გააჩნია ავზები და ამ ავზებს ახლა ვავსებთ ცისტერნებით მიტანილი წყლით. ვაგროვებთ წყალს, რათა პრობლემის მოგვარებამდე კორსპუსებში წყლის მიწოდება უზრუნველვყოთ. მანამდე იმედია, დაზიანებული მილის შეკეთებაც მოგვისწრებს, თუმცა რჩება სამი კორპუსი, რომლებიც არ არიან ავზებზე დაერთებული და მათ არ აქვთ წყალი“, – განაცხადა ზაზა სიხარულიძემ.

​მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს წყლის მილის გასუფთავების სამუშაოები.

„შეფერხება გამოიწვია მაგისტრალის დაზიანებამ, რომლითაც ახალ გუდაურს წყალს ვაწვდიდით. ეს ახალი დაზიანებაა, რომელიც უკვე აღმოჩენილია. 200 მილიმეტრიანი პოლიეთილენის მილი გადახსნილია და ახლა მიმდინარეობს გასუფთავება, შემდეგ კი დავიწყებთ აღდგენას. რამდენიმე საათში მოვრჩებით დაზიანების შეკეთებას, შემდეგ რამდენიმე საათი დასჭირდება სისტემას წყლის შესავსებად და ველოდებით, რომ საღამოდან წყალმომარაგებას გავაუმჯობესებთ“, – განაცხადა გაერთიანებული წყალმომარაგების დირექტორის მოადგილემ.