წყალმომარაგების კომპანიამ ბაკურიანში წყლის მაგისტრალზე უკანონო დაერთების ფაქტები აღმოაჩინა
წყალმომარაგების კომპანიამ ბაკურიანში წყლის მაგისტრალზე უკანონო დაერთების ფაქტები აღმოაჩინა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა დაბა ბაკურიანის წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის რეაბილიტაციისა და მონიტორინგის პროცესში, წყლის სისტემის ცენტრალურ მაგისტრალზე უკანონო დაერთებები გამოავლინეს.

კომპანიის ინფორმაციით, უკანონო დაერთებების დემონტაჟი (ჩაჭრა) ადგილზევე მოხდა, რაზეც შედგა შესაბამისი აქტები.

„ამჟამად, მიმდინარეობს იმ ობიექტების დადგენა, რომლებიც უკანონოდ მოიპოვებდნენ წყალს ცენტრალური მაგისტრალიდან. ობიექტების საბოლოო დადგენის შემდეგ, კომპანია მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.

უკანონო დაერთებები აღმოჩენილია წყალმომარაგების სისტემის იმ მაგისტრალზე, რომლითაც ხდებოდა ბაკურიანის ძირითადი ავზის შევსება. შესაბამისად, მაგისტრალიდან საათში 30 ტონაზე მეტი წყალი იკარგებოდა, რაც დამატებით აფერხებდა დაბის გამართულ წყალმომარაგებას“, – აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.