წყალდიდობის გამო, სამხრეთ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

12:21, 18.10.2018

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ბუნებრივი კატასტროფის რეჟიმი წყალდიდობითა და მეწყერით დაზარალებული ოდის დეპარტამენტის 126 რაიონშია გამოცხადებული.

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში სტიქიას, ბოლო მონაცემებით, 14 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი პირი დაკარგულად მიიჩნევა. წვიმას თან ძლიერი ქარიც ახლავს. შტორმის შედეგად 74 მოქალაქე დაშავდა.

მსგავსი