წყალბურთის ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე წრე დასრულდა [ფოტო]
წყალბურთის ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე წრე დასრულდა [ფოტო]

სპორტკომპლექს ოლიმპიკში წყალბურთის ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე წრე დასრულდა. „სპორტ მენეჯმეტი“ „არენასთან“ ანგარიშით – 6:20 დამარცხდა. მოქმედმა ჩემპიონმა „ლოკომოტივმა“ კი თბილისის „დინამოსთან“ 6:9 წააგო.

სატურნირო ცხრილის სათავეში 39 ქულით თბილისის „დინამო“ იმყოფება. მეორე ადგილს 37 ქულით თბილისის „თბილისი“ იკავებს. „ლოკომოტივს“ 31 ქულა აქვს. „არენა“ 12 ქულით მეოთხე ადგილზეა, „სპორტ მენეჯმენტი“ კი ნული ქულით ბოლო პოზიციას იკავებს.